ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

მან გაიმეორა, რომ ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"დღეს შევძელი გავცნობოდი იმ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ასრულებს ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ სადამკვირვებლო მისიასთან ამ სამუშაოს მხარდასაჭერად.

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეუთო-ს ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს", - წერს ის X-ზე.

დღეს ვალტონენს კობახიძესთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გუშინ აქციაზე გასვლის გამო კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა.