ტრამპი: ვიცი ზელენსკის რისი თქმაც სურს, მას Tomahawk-ები უნდა

ტრამპი: ვიცი ზელენსკის რისი თქმაც სურს, მას Tomahawk-ები უნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენზიაზე რუსეთ-უკრაინის ომზე და აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.

მან, კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება რუსეთის მეთაურის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა, ამ დროისთვის, 1.5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო მისი ეკონომიკა ჩამოშლილია.

"იმედგაცრიებული ვარ, რადგანაც, ვლადიდმირს [პუტინს] და მე კარგი ურთოერთობა გვქონდა, შეიძლება ახლაც გვაქვს. არ ვიცი, რატომ აგრძელებს ამ ომს, რადგანაც ეს მისთვის ცუდი რამ გამოდგა.

ის, იმ ომის მეოთე წელში გადადის, რომელიც 7 დღეში უნდა მოეგო. მან, დაახლოებით, დაკარგა 1.5 მილიონი ჯარისკაცი. ეს უდიდესი რამაა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგ მოხდა, მსხვერპლის მხრივ. 8 ომი დავასრულე და ეს მსხვერპლის მხრივ ყველაზე დიდია...

პუტინმა ეს ომი უნდა დაასრულოს. რუსეთში საწვავზე დიდი რიგებია და მათ იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. უეცრად, მისი ეკონომიკაც ჩამოიშალა. მაგრამ მსურს, ის [პუტინი] უკეთეს ვითარებაში ვნახო, რადგანაც მასთან კარგი ურთოერთობა მქონდა. მაგრამ პუტინს არ სურს ომის დასრულება და ვფიქრობ, ეს მას ცუდად წარმოაჩენს.

უნდა გითხრათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ უკრაინა რუსეთს 4 წლის განმავლობაში ებრძოლებოდა. ბაიდენს ეს ომი არ უნდა დაეშვა, მაგრამ ეს მოხდა. რუსეთი კი კარგად არ გამოიყურება", - თქვა მან.

ტრამპის თქმით, მასსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბარი Tomahawk-ის რაკეტებსაც შეეხება.

"[უკრაინის] პრეზიდენტი პარასკევს ჩამოვა. ვიცი რისი თქმაც უნდა, მას Tomahawk-ები სურს, ხოლო ჩვენ ბევრი Tomahawk გვაქვს", - განაცხადა ტრამპმა.