წულუკიანი: 13-20 წლის წინ რაც მოხდა ისტორიაა, შესატანი იქნებოდა საგანმანათლებლო პროცესში

წულუკიანი: 13-20 წლის წინ რაც მოხდა ისტორიაა, შესატანი იქნებოდა საგანმანათლებლო პროცესში

"ოცნების" პარლამენტის დეპუტატს, სურს, რომ ბოლო 13-20 წლის წინ განმავლობაში მომხდარი მოვლენები საგანმანათლებლო პროცესში შეიტანოს.

წულუკიანი ამტკიცებს, რომ სკოლებში სასწავლო მასალა "კრიტიკული თვალით" უნდა გადაიხედოს.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ მათ უნდა აჩვენოს, რომ ვარდებია რევოლუცია "სინამდვილეში", "გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალება" იყო.

"ამ დასკვინს რედაქტირება დასრულებულია. გვინდა, რომ ეს არ იყოს სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ვინმე ბიუროკრატის ან პოლიტიკოსის კაბინეტში დევს, არამედ ეს იყოს წიგნი. ჩვენ ვეცადეთ ძალიან, რომ ვწეროთ ისე, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს იყოს მარტივი გასაგები...

ამ დასკვნის შედგენისა და პარლამენტის მიერ დადგენილებით დამტკიცების დღიდანვე, დამთავრებულია უკვე იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე ტიპის თანამედროვე და რეალური ქართული სახელმწიფო შექმნა და გააძლიერა. ეს უბრალოდ დოკუმენტურად ვეღარ იქნება ასე, ის რა თქმა უნდა, ბევრს ისაუბრებს თავისი ადგილსამყოფლიდან, ალბათ მომავალშიცსანამ ცოცხალი იქნება, მაგრამ ამას არანაირი საფუძველი აღარ ექნება. გავა 50 წელი არც ის იქნება და არც ჩვენ, მაგრამ მომავალ თაობას ექნება ფაქტებზე დაფუძნებული სიმართლე.

ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ჩემი სურვილის დონეზე რჩება ჯერჯერობით, თუ ამ დასკვნიდან გამომდინარე, ეს პერიოდი, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, რაც ისწავლება საქართველოს სკოლებში, რაღაცნაირი კრიტიკული თვალით გადაიხედოს და, მაგალითად, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს არ ვაფიქრებინოთ ის, რაც არის ტყუილი, რომ თითქოს ვარდების რევოლუცია, იყო რევოლუცია. ეს, რეალურად იყო გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალება. რაც ჩვენს დასკვნაში ფაქტებზე დაფუძნებით არის შეფასებული...

აქ ის ისტორიული ფაქტები, რაც 13 წლის წინ, 20 წლის წინ იყო, უკვე ისტორიაა, ალბათ საგანმანათლებლო პროცესშიც, როგორც არის წესი და რიგი და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით და ნებადართულობით, ფრთხილად შესატანი იქნებოდა სასწავლო პროცესში, ჩემი აზრით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსწავლეს აფიქრებინო, რომ ციხეებში თურმე იმ დროს ყველაფერი კარგად იყო, პირიქით, მოსწავლემ უნდა იცოდეს რა ხდებოდა ციხეებში. ჩვენ შვილებს რას ვუყვებით მარტო ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა წულუკიანმა "უცნობის კიდობანში".