შსს-ს წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ბათუმში ლელოს წევრს 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

შსს-ს წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ბათუმში ლელოს წევრს 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის საჩივრის საფუძველზე, ბათუმში ლელოს წევრ ლევან ხორავას 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ხორავას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.

შსს-ს წარმომადგენლის საჩივრის მიხედვით, 27 მაისს, ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო სხდომის შემდეგ ხორავამ ლაღაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სტუდენტი ნაცვლიშვილი მაშინ 12 დღით დააპატიმრეს.