შსს-ს თქმით, გუშინდელ აქციაზე 31 ადამიანი დააკავეს

შსს-ს თქმით, გუშინდელ აქციაზე 31 ადამიანი დააკავეს

2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

დაკავებულებს შორის იყვნენ ლექტორები, სტუდენტები, ერთი არასრულწლოვანი. ასევე, პოლიტიკოსებიც, გიგი უგულავა და ნიკა მელია. მელია გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.