შსს: ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დავაკავეთ, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია

შსს: ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დავაკავეთ, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 12 ნარკორეალიზატორი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, იორდანიის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.