შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, დანარჩენი კი ქვეყნიდან გააძევეს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულია - თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის, ჯამში 42 მოქალაქე", - წერია განცხადებაში.
სამინისტროს მტკიცებით, გაძევებულთა შორის არიან ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.