შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 20 პირი

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დაკავებულია 20 პირი. დაკავებულებს შორის წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.

სამართლადამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას იპოვეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.