შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.