
მე ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ახლა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი [ზელენსკი და პუტინი] ჩემ გარეშე შეხვდებიან, უბრალოდ იმის სანახავად - მინდა ვნახო, რა მოხდება.
იცით, მათ რთული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი ურთიერთობა. ახლა ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს. და საჭიროების შემთხვევაში - და ალბათ ასეც იქნება - მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მე წავალ და ალბათ შევძლებ შეხვედრის დასრულებას.
უბრალოდ მინდა ვნახო, რა მოხდება შეხვედრაზე. ასე რომ, ისინი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან და ვნახოთ, რა მოხდება.
ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.