ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან

ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი.

ამის მიზეზი მარტივია:

ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.

ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის.

გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს - ყველა ფლანგზე, მათი
მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ.

ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან.

წერს ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.