შსს-მ ქუთაისში ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავა

შსს-მ ქუთაისში ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

განცხადების თანახმად, დაკავებულები არიან: იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ, რომელმაც მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“-ს უკანონო რეალიზაცია.

შსს-ში ამბობენ, რომ მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.