შსს-მ აჭარაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

შსს-მ აჭარაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ბათუმში ორ ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.