
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნ.ჩ დააკავეს.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა.
"ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.