შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც სახლში შეიჭრა და ძვირადღირებული ნივთები და $13 000 მოიპარა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც სახლში შეიჭრა და ძვირადღირებული ნივთები და $13 000 მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის მოქალაქის ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარს მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.