შსს: ბათუმში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

შსს: ბათუმში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით კაცი დაჭრეს.

მათი ინფორმაციით, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 -ე მუხლით მიმდინარეობს.