შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და იმუქრება, რომ "სამართალდარღვევას მოყვება რეაგირება"

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და იმუქრება, რომ "სამართალდარღვევას მოყვება რეაგირება"

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს აქციის მონაწილეებს "პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში".

უწყება იმუქრება, რომ "ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება".

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება"- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო, აქცია მიმდინარეობს.

***

ხელისუფლებამ არ შეისმინა საკუთარი საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრების რჩევა გაეწვია „რუსული კანონი“. დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"- ნათქვამია განცხადებაში.

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო.

მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა.