საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანას იყენებენ.
მოქალაქეები "ჟუჟუნა წვიმას" მღერიან და ადგილის დატოვებას არ აპირებენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხატიც აქვს მოტანილი და ისე დგას წყლის ჭავლის წინ.
რუსთაველის გამზირზე ისევ ბევრი ადამიანია.