სპეციალისტების შეფასებით, რაჭაში სტიქიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით უნდა აღძრულიყო. ხელისუფლება პასუხისმგებლობას ირიდებს, არადა იკვეთება გარემოებები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. სულ მცირე განსაცდელში მიტოვება და სამსახურებრივი გულგრილობაა გამოსაკვლევი. მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სტიქიას გადარჩენილთა მონათხრობიც.