ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეიკრიბნენ

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეიკრიბნენ

ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში შეიკრიბნენ.

ადგილზე უკვე მივიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ცოტა ხანში ადგილზე მივა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

თეთრ სახლში მისვლამდე, ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობდა.

თეთრ სახლში შეკრების შემდეგ, თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედება, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს.