
აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელონგს შეხვდა.
"ჩვენ განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები - უკრაინის და მთელი ევროპის, ამერიკასთან ერთად", - დაწერა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, შეხვედრამ "კარგად" ჩაიარა.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.
CNN-ის წყაროების ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში გაიმართება. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი - ევროპელი ლიდერები.