ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაცია CNN-ს ორმა წყარომ დაუდასტურა.

წყაროების ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში გაიმართება. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.

მოსალოდნელია, რომ ევროპელი ლიდერები კოორდინაციას აშშ-ის პრეზიდენტთან და მის დელეგაციასთან შეხვედრამდე გააგრძელებენ.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა მის სპეციალურ წარმომადგენელს კით კელონგს.

"ჩვენ განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები - უკრაინის და მთელი ევროპის, ამერიკასთან ერთად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი - ევროპელი ლიდერები.