შოლცის თქმით, კანცლერობისთვის კვლავ იბრძოლებს

შოლცის თქმით, კანცლერობისთვის კვლავ იბრძოლებს

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის კანცლერობისთვის ისევ იბრძოლებს. ამის შესახებ შოლცმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კანცლერს ჰკითხეს, მიჰყვება თუ არა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მაგალითს და დატოვებს თუ არა კანცლერის თანამდებობას ვადის დასრულების შემდეგ.

შოლცის განცხადებით, კანცლერის პოსტის მოსაპოვებლად კენჭს ისევ იყრის. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მისი პარტია მომავალ არჩევნებზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.