გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მხარს უჭერს რუსული გაყინული აქტივების შემოსავალი უკრაინის საჭიროებებს მოხმარდეს.
ამის შესახებ შოლცმა რიგაში განაცხადა, სადაც ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, ამ აქტივების 90% უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს.
თავდაპირველად, ამ ინიციატივით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა. მან მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ გაყინული რუსული აქტივების შესამოვლის 90% სპეციალურად შექმნილ ფონდში გადაერიცხათ, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას აფინანსებს.
ამჟამად, ევროპის ბანკებში 200 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია.