შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ გასულ წელს 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ გასულ წელს 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ გასულ წელს 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

"რუსული ჯარები მეთოდურად ამცირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს. გასული წლის განმავლობაში მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა.

რუსი სამხედროები სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ. ამავდროულად, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე არანაირი შედეგი არ აქვთ", - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 365 990 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.