
კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია TV Monitoringi ავრცელებს.
საუბარია 25 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა გულ-მკერდის არეში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე კაცი დააკავა. მას თავისუფლების 20-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, კაცი წარსულში სისტემატურად ძალადობდა ყოფილ ცოლზე.