ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

დღევანდელ სხდომაზე ზვიად რატიანმა თქვა, რომ დასკვნით სიტყვას მომდევნო სხდომაზე იტყვის.

ასევე, სასამართლო პროცესზე მან თქვა:

"მესამე კვირაა არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. უკვე ერთი თვეა ყველა წერილი, რაც შემოდის, გახსნილი, ნათითურებიანი და დასკოჩილია. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას. არ მაქვს ხმის მიწვდენის საშუალება".

პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მას პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას ედავებიან.

ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.