
მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც მედია იუწყება, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა შემდეგ კი თავდამსხმელმა მძღოლმა ადამიანები დანითაც დაჭრა.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავეს ოფიცრებმა ესროლეს.
ქალაქის მერის თქმით, ინციდენტი სერიოზულია, თუმცა საფრთხე უკვე განეიტრალებულია.
„ამჟამად ადგილზე ექიმები იმყოფებიან. ოთხ მოქალაქეს როგორც ავტომობილის, ასევე ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აქვთ“, - განაცხადეს პოლიციაში.