ბუნდესტაგის წევრი: აქტიურად განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ დემოკრატიის კრიზისს საქართველოში

ბუნდესტაგის წევრი: აქტიურად განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ დემოკრატიის კრიზისს საქართველოში

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი კნუტ აბრაჰამი ფორმულასთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გერმანია აქტიურად განიხილავს, როგორ უპასუხოს დემოკრატიის კრიზისს საქართველოში.

მისი თქმით, მიზანში უნდა იყვნენ ამოღებული მხოლოდ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იმ ღირებულებების წინააღმდეგაა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას აერთიანებდა.

ის საუბრობს როგორც პოლიტიკურ პატიმრებზე, ასევე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე.

"გვჯეროდა, რომ საქართველოსთან გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ხედვები და ახლა მთავრობა მათ წინააღმდეგაა. ეს ერთი მხრივ შოკისმომგვრელია, მეორე მხრივ ვალდებულს გვხდის, რომ ვიმოქმედოთ, მხარი დავუჭიროთ ქართულ დემოკრატიას. სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. სრულიად, სრულიად მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მხრიდან რომ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ოპოზიციის ლიდერების დაკავება არის სრულიად პოლიტიკური. რაც შეეხება ამ ე.წ არჩევნებს. იმისთვის, რომ პროცესი იყოს დემოკრატიული უნდა არსებობდეს პოლიტიკური გარემო, სადაც კონკურენციაა და როცა შენ აკავებ პარტიის ლიდერებს, შენ ამით კლავს შანსს, რომ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

გერმანია აქტიურად განიხილავს, როგორ უპასუხოს დემოკრატიის კრიზისს საქართველოში. ვფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა იყოს შემდეგი რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ კონკრეტულ პირებს და არა ხალხს. პერსონალურად მე მოველი რომ სავიზო შეზღუდვები გაგრძელდება. ჩვენ მიზანში უნდა ამოვიღოთ მხოლოდ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე. სწორედ ისინი არიან ლეგიტიმური სამიზნეები. უვიზოს გაუქმება მოსახლეობისათვის კი ძალიან სარისკო ნაბიჯია. რაც შეეხება თავდასხმებს გერმანიის ელჩზე. ყველას ვურჩევდი, იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც თავს ესხმიან დიპლომატს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ხალხის რეაქციის ხილვა, როდესაც მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველო-გერმანიის მეგობრობის მარშში", - ამბობს კნუტ აბრაჰამი.