საქართველოს ხელისუფლება ვივა მედში მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ერთ პარტნიორ სახელმწიფოსთან ძაბავს ურთიერთობებს. ფაქტის მიმართ თავად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც კრიტიკული იყო. საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი ექიმის ქმედებას უკავშირდება. ქართული ოცნება საკითხის გამოყენებას რამდენიმე მიმართულებით აპირებს, ერთია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე შეტევა და მეორე, ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილთან ევროპელი ექიმების ვიზიტებს სამომავლოდ. ამასთან, ცდილობს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული სამედიცინო პროცესის დისკრედიტაციას.