
აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval-მა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატიები, რომელშიც რუსეთის ქალაქი კალინინგრადი კენიგსბერგად არის მოხსენიებული.
ასე უპასუხა აზერბაიჯანულმა გამოცემამ რუსული პროპაგანდისტული TASS-ის პუბლიკაციას ყარაბაღში, აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდიში მხატვარ ივან აივაზოვსკის ძეგლის აღების შესახებ, სადაც საბჭოთა ტოპონიმები იყო გამოყენებული - ყარაბაღის ნაცვლად, მთიანი ყარაბაღი; ჰანკენდის ნაცვლად - სტეფანაკერტი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დაგმო და TASS-სგან ცვლილებების შეტანა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ამასთან, სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სახელწოდების გამოყენება სახელმწიფო მედიასაშუალების მხრიდან "უპატივცემლობად" აღიქმება.
აზერბაიჯანის კრიტიკის პასუხად, TASS-მა პუბლიკაცია შეცვალა.