შეიარაღებული შტურმის შედეგად ჰაიტიში ციხეებიდან 3700 პატიმარი გაიქცა

შეიარაღებული შტურმის შედეგად ჰაიტიში ციხეებიდან 3700 პატიმარი გაიქცა

ჰაიტიში ციხეებიდან 3700 პატიმარი გაიქცა. მთავრობამ 72 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან შეიარაღებული ბანდები მსხვილ ციხეებში შეიჭრნენ. სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული.

ბანდის ლიდერები მომითხოვენ პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის გადადგომას, რომლის ადგილსამყოფელიც კენიაში გამგზავრების შემდეგ უცნობია.

როგორც BBC წერს, ბანდები დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ ციხეზე - პორტ-ო-პრენსში და მეორე ახლომდებარე კრუა დე ბუკეტში - შტურმი განხორციელდა.

ჰაიტიური მედია წერს, რომ ციხეებზე კოორდინირებული შტურმის დაწყებამდე პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმამ ხელისუფლებას ყურადღება გადაატანინა. პორტ-ო-პრენსის ციხეში დაკავებულებს შორის 2021 წელს პრეზიდენტის მკვლელობისთვის გასამართლებულებიც იყვნენ. ჟოვენელ მოიზას მკვლელობის შემდეგ ჰაიტიში შეიარაღებული ბანდების მხრიდან ძალადობამ იმატა.

პრემიერმინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ჰაიტიში კენიის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების მრავალეროვნული ძალების გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებები წარემართა. ამის შემდეგ ბანდის ლიდერმა ჯიმი შერიზიემ, მეტსახელად ბარბექიუმ, პრემიერის მოშორების მიზნით კოორდინირებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.