შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია. სამიტი 17 ოქტომბერს გაიმართება.

"მე მოვიწვიე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე, ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები შევაფასოთ და თავისი გამარჯვების გეგმა წარმოგვიდგინოს", - წერს შარლ მიშელი X-ზე.

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოვა.

მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ კვირაში პარტნიორებს გეგმას წარუდგენს, თუმცა არ დაუკონკრეტებია - რა ფორმატში.

ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმა გააცნო იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

მანამდე კი, ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა და უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა.