დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსის თქმით, ევროპა უნდა გააქტიურდეს, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიდერობს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების პაკეტით და შეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკისთან, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეთანხმებით.
ახლა არამხოლოდ ამერიკა, არამედ ევროპაც უნდა გააქტიურდეს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია", - აღნიშნა მან.