შაპსი: საქართველოში რუსული ჩარევაა, ისეთივე, როგორიც უკრაინაში გვინახავს

ეს, მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებდა, საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისევე, როგორც გვინახავს რუსეთის ჩარევა უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული.

პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში იმგვარად, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის.

ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიანაც ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან წამოსულ ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ [...] პუტინმა აჩვენა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც, რომ იგი სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის.

აცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში.