შაიშმელაშვილი: პარლამენტთან ახლგაზრდა ბიჭს რომ სახეში ამოარტყეს, მაგ დღეს დავწერე პატაკი

შაიშმელაშვილი: პარლამენტთან ახლგაზრდა ბიჭს რომ სახეში ამოარტყეს, მაგ დღეს დავწერე პატაკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ფორმულას ეთერში ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელმა აქციის მონაწილეს სახეში ფეხი ამოარტყა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები საკანონმდებლო ჩარჩოებს გასცდა.

"აი პარლამენტთან ახლგაზრდა ბიჭს რომ სახეში ამოარტყეს, მაგ დღეს გავხსენი კომპიუტერი და დავწერე პატაკი. მე ადრეც ვთქვი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გარდამავალ პერიოდს გავდივართ. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ინსტიტუციურად გამართული, შემდგარი და ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს.

ჩვენ უნდა გავიზარდოთ, რაღაცები უნდა გავაანალიზოთ, უნდა ვისწავლოთ. ის, რაც 28 ნოემბრიდან დეკემბრის თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გააკეთა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, არანაირ იურიდიულ, არანაირ საკანონმდებლო ჩარჩოებში არ ჯდება. რეპუტაციულ ზიანზე რომ ვსაუბრობ, შსს-ში ძალიან ბევრი ადამიანი არ კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანია, უბრალოდ ის აგრესიაც, რომელიც ცალკეულ პიროვნებებს უნდა ეკუთვნოდეთ, მთლიანად სისტემას ხვდება ეს ტალახი", - თქვა შაიშმელაშვილმა.