კავთისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

კავთისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

კასპში, სოფელ კავთისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.