
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს გუშინდელი განცხადება 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება.
"გუშინდელი კობახიძეს განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არამხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს!
3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 ს სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!
საქართველო ბოლონის პროცესიდან გამოდის (რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება), ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას...
აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში და შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!" - წერს ზურაბიშვილი.
გუშინ, 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელიც განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად შეფასდა.
მისი თქმით, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ქვეყანა უნდა გადავიდეს 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. მისივე თქმით, უნდა დამკვიდრდეს ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.