შაჰინი: შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ღრმად იმედგაცრუებული ვარ

შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. მე ღრმად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ, რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

წერს სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე. ქართულმა ოცნებამ დღეს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.