შაჰინი: საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა არ შეიცვლება, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი

აგვისტოში [თბილისში] დელეგაციაში მაიკლ ტერნერთან ერთად ვიყავი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია. ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია პალატაში. ასე რომ, ორპარტიული დელეგაციით ჩავედით [საქართველოში] და როდესაც გვეკითხებოდნენ იმაზე, შეიცვლება თუ არა პოლიტიკა ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, ჩვენ ორივე ვთანხმდებოდით იმის დადასტურებაში, რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ევრო-მისწრაფებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული სურვილებისადმი. ეს არ შეიცვლება ვინც უნდა გახდეს [ამერიკის] პრეზიდენტი. სწორედ ეს დამოკიდებულება გვაქვს კონგრესში.

განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.