შაჰინი: დროა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს

იმედგაცრუებული ვარ. ქართული ოცნების მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი თავისი ქმედებისთვის, როგორც ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და მისდევს პუტინის ავტორიტარულ სცენარს. დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს.

წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე და ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს.

აშშ-მა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო დეპარტმენტის გვერდზე ოფიციალურ გამოქვეყნდა.