ანექსირებული ყირიმის თავზე, სევასტოპოლთან ახლოს რუსული გამანადგურებელი Su-35 ჩამოვარდა. ჩამოვარდნის ვიდეო ტელეგრამ არხით გავრცელდა.
ინციდენტის მიზეზები უცნობია.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა. მისი თქმით, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან შეიარაღებულ ძალებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.