რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სასწავლო პროცესის აუდიტორიაში გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ნამდვილად შევძლებთ და თავისუფალ საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ", - ნათქვამია განცხადებაში.