საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.
აშშ-ის საელოს ინფორმაციით, შაჰინმა და ტერნერმა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჟოლის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს.
"ისინი შეხვდნენ ადგილობრივი მეწარმეების შთამბეჭდავ ჯგუფს, რომლებმაც ისარგებლეს აშშ-ის პროგრამებით. შეერთებული შტატების მთავრობა ამაყობს, რომ წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში და მხარს უჭერს ყველა ქართველის საკეთილდღეო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში.