სენატორი კარდინი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის - ქართველი ხალხის გვერდით ვართ

საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება სევდიანი დღეა საქართველოსთვის. თუმცა ხალხმა გამოხატა, რომ ისინი არ მისცემენ ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას - ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ.

წერს X-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი და ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.