სებ: სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან და ამერიკიდან შემოვიდა

სებ: სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან და ამერიკიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მილიონი დოლარი (767.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია.

სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა - იმავე 223 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემოსული გზავნილების 17.5% იტალიაზე მოდის - 49.6 მილიონი დოლარი, რაც 13.47%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზე ამერიკაა 17.3%-ით, საიდანაც გასულ თვეში 49.03 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 17.69%-იანი მატებაა. მესამე ადგილზე რუსეთია - 35.82 მილიონი აშშ დოლარით (35.8%), რაც 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 39.96%-იანი კლებაა.



ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.9 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.4% მეტია.