საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას ავრცელებს.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩიკვილაძე - ქართული ენის მასწავლებელი, თბილისის 34-ე სკოლის დირექტორი.
  • დონარა (დოდო) შონავა - "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტთა რესურს ცენტრის მედია მწვრთნელი
  • გიორგი იაკობაშვილი - 2017-2020 წლებში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის, For.ge-ს დამფუძნებელი.
  • იზაბელა ოსიპოვა - 2024 წლის აპრილამდე საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.
  • სოსო სტურუა - რეჟისორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი.
  • გიორგი ლაზრიშვილი - მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლის გადაცემის, "ცვანციკას ონლაინ გაკვეთილების" წამყვანი.
  • მარინა გიორგაძე - საქართველოს პარლამენტის პრესცენტრისა და ვებპორტალის განვითარების განყოფილების წამყვანი ხელმძღვანელი,
  • ემზარ დიასამიძე - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი.