რა მოხდა ბინაში, სადაც ქმარმა ცოლს დანით ათობით ჭრილობა მიაყენა. გაირკვა, რომ ოჯახი გუშინ დმანისიდან ჩამოვიდა თბილისში ბავშვის ასაცრელად. დანაშაულის დროს სახლში ოთხი თვის ჩვილთან ერთად კაცის მამაც იმყოფებოდა. საავადმყოფოში მიყვანილი ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მსხვერპლისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. გიორგი კვიჟინაძემ გამოარკვია სასტიკი დანაშაულის დეტალები.