ემიგრანტების სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ საქმეში დავის საფუძველი ვერ დაინახა და სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია. რა ელოდებათ ემიგრანტებს, როგორ უნდა მოახერხონ ხმის მიცემა ხელისუფლების წინააღმდეგობის პერიოდში. არჩევნებამდე 1 თვე რჩება.