სასამართლოს თანხმობა საჯარო ინფორმაციის გადამალვაზე

სასამართლოს თანხმობა საჯარო ინფორმაციის გადამალვაზე

მთავრობის განკარგულების დამალვას სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო, თანაც აბსურდული დასაბუთებით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სამწლიანი დავა მთავრობის ინტერესის სასარგებლოდ დასრულდა. სარეზოლუციო ნაწილში სკანდალური საქმეებით ცნობილი მოსამართლე, ნინო შჩერბაკოვი ამტკიცებს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება მთავრობის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს.

ოცნების მთავრობა განკარგულებებს 2020 წლიდან აღარ აქვეყნებს, ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც, მათ შორის სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს, - ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი ბაკურიანში პრემიერის ცოლისთვის ტყის იჯარით გადაცემას ეხება - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ღარიბაშვილი სავარაუდო კორუფციას მალავს.